რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 19 "შაჰიდიდან" უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 18 ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 19 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს, 1 რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას 2 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცისა და ტერნოპოლის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი