უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 21 ჩამოაგდეს, 1 რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას 3 ისკანდერ-მ/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, ვინიცისა და კიევის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.