ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"მე ჩავედი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციას და ასევე უკრაინის აღდგენას.

სამიტზე "უკრაინა+12" ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე," - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი