
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 6 882 969 ადამიანი, მათგან გარდაცვლილია 200 477, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2 615 974.
ამერიკა მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანად ითვლება.
მარტში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ სიკვდილიანობა 100 000-დან 200 000-მდე შუალედში იქნებოდა, მაშინ ქვეყანას "ძალიან კარგი საქმე ექნებოდა გაკეთებული".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვირაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე მარტის პიკში იყო.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 24 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.