უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 62 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 41 ჩამოაგდეს, 14 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა. 4 ამ დრომდე იმყოფება უკრაინის საჰაერო სივრცეში.
ასევე, რუსეთმა უკრაინას 2 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური, ერთი Kh-31P მართვადი საჰაერო, ორი Kh-59/69 მართვადი საჰაერო და სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და დონეცკის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.