ზელენსკი ლონდონში ჩავიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს ხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან დაიწყო.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ზელენსკის დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში რეზიდენციის შესასვლელთან შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს გააცნოს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან ცოტა ხნის წინ წარუდგინა ამერიკელ პოლიტიკოსებს.

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ოთხ პუნქტს: უკრაინის სამხედრო დახმარებას, ეკონომიკურ ნაბიჯებს, დიპლომატიურ ზეწოლას აგრესორზე და „რუსეთის პოლიტიკურ იძულებას“. 

ბრიტანული პრესის ასოციაციის თანახმად, სტარმერთან შეხვედრის დროს, ზელენსკი, სავარაუდოდ, კვლავ შეეცდება მიიღოს ნებართვა გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow  რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა სამხედრო აეროდრომები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი