თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილის გამოკითხვის პარალელურად დღეს საქალაქო სასამართლოსთან უფლებათადამცველები შეიკრიბებიან. ადვოკატთა კორპუსი პროკურატურას მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილებების მიღება შეწყვიტოს.
ადვოკატები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება უხეშად ერევა მათ საქმიანობაში და ფიქრობენ, რომ მიხეილ რამიშვილის მხარდაჭერით ადვოკატთა კორპუსს ხელისუფლებისგან იცავენ.
მთელი რიგი დარღვევებია პროცესუალური, რაზეც მე მიმაჩნია, რომ აუცილებელი არის, რომ ერთხმად გავაგონოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომ დაანებონ თავი ადვოკატების დევნას და დაანებონ თავი ესეთ რაღაცებზე იძლებას და დაშინების მცდელობას.., - თქვა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატების თქმით, ყველა უფლებათადამცველი დღეს საქალაქო სასამართლოსთან პროფესიული ღირსების დასაცავად უნდა მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული. რამიშვილი კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ ტელეფონი გუშინ ჩამოართვა და ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნა. გუშინვე, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ რამიშვილის კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა არ მომხდარა.
პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. შესაბამისად, რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.
საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია.
რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.