უკრაინის პრეზიდენტის ტურნე ევროპაში | ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრის დეტალები - "მთავარი არხი" პარიზიდან

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. ვოლოდიმერ ზელენსკი ლონდონში ვიზიტის შემდეგ პარიზში ჩადის. უკრაინის ლიდერი ემანუელ მაკრონთან ელისეის სასახლეში რამდენიმესაათიან აუდიენციაზე იმყოფებოდა . შეხვედრის შემდეგ ქვეყნების პრეზიდენტები მედიას შეხვდნენ და შეკითხვებს უპასუხებს. ჟურნალისტებს შორის "მთავარი არხის" ჟურნალისტიც იმყოფებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, ემანუელ მაკრონი ასე პასუხობს: "ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას უწყვეტად. ამ თემაზე ბოლო, ევროპულ სამიტზეც ვისაუბრეთ. ეს თემა დიდი შვიდეულის შეხვედრაზეც განვიხილეთ. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს". 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი: "ცეცხლის შეწყვეტა დღევანდელი განხილვის თემა არ ყოფილა. რატომღაც გაგრძელდა ინფორმაცია, რომ დღეს, პარიზში, ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ ეს არასწორია. როგორც ჩანს, რუსეთი მუშაობს ასე მედიასთან. მომდევნო მშვიდობის სამიტი ნოემბერში გაიმართება და ჩვენ მაგიდაზე დავდებთ კონკრეტულ გეგმას".

ავტორი: მაია გოგსაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი