რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშინა, გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა. ჟურნალისტის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა, პეტრ იაცენკომ დაადასტურა.

როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.

პატიმარი ჟურნალისტი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშჩინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი