რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, ნავთობბაზაზე, რომელსაც უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ მეოთხე დღეა ცეცხლი უკიდია, კიდევ ერთი რეზერვუარი აფეთქდა.
რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ ბაზა გარშემორტყმულია სპეციალური სერვისების თანამშრომლებით და ევაკუაციის ზონის გაზრდა საჭირო არ გახდება. რუსეთის ხელისუფლებამ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 1137 ადამიანი იქნა ევაკუირებული.
ფეოდოსიაში საზღვაო ნავთობის ტერმინალს უკრაინული დრონები 7 ოქტომბერს ღამით დაეჯახნენ. ტერმინალზე იყო 30-ზე მეტი სხვადასხვა ზომის რეზერვუარი. დარბევის მეორე დღეს გამოქვეყნებული სატელიტური სურათებით ჩანდა, რომ იმ დროისთვის სულ მცირე სამი-ოთხი მათგანი იწვოდა.