გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით და 66 დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 29 რუსული დრონი ჩამოგდება მოხერხდა, 31 დრონი ლოკალურად დაიკარგა, 4 კი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეშია.
ისკანდერ-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა უკრაინას ანექსირებული ყირიმიდან ესროლეს, მართვადი საავიაციო რაკეტა Х-31П კი შავი ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრციდან. დრონები კურსკის რეგიონიდან იქნა გაშვებული.