უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 28 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს, 2 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის რაკეტებით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის და ხერსონის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.