ვფიქრობ, რომ ომის გეოგრაფია უკვე შეიცვალა და დღეს ომი დაბრუნდა იქ, საიდანაც ის ჩვენს მიწაზე მოვიდა | ერმაკი

გამოქვეყნდა:

ვფიქრობ, რომ ომის გეოგრაფია უკვე შეიცვალა და დღეს ომი დაბრუნდა იქ, საიდანაც ის ჩვენს მიწაზე მოვიდა - ასე პასუხობს ანდრეი ერმაკი შეკითხვას,  შეიცვლება თუ არა რადიკალურად ომის გეოგრაფია და გადავა თუ არა უმეტესად მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე?  

ვფიქრობ, რომ ომის გეოგრაფია უკვე შეიცვალა და დღეს ომი დაბრუნდა იქ, საიდანაც ის ჩვენს მიწაზე მოვიდა. დღეს უკვე რუსეთი იღებს პასუხს ჩვენ სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბრუტალურად თავდასხმის გამო. 

და ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ თავდაცვა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინას შეუძლია გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ იცით, რომ სამყაროში აფასებენ და პატივს სცემენ მათ, ვისაც შეუძლია ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, ვინც ძლიერია.

ვფიქრობ, რომ უკრაინელმა ერმა ამ წლების განმავლობაში თავისი ბრძოლით დაამტკიცა, რომ ჩვენ სწორედ ისეთი ერი ვართ, რომელსაც შესწევს ძალა არ დათმოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი სიცოცხლის საკითხია.

ამიტომ, რა თქმა უნდა,  აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთმა უნდა იგრძნოს ის ყველაფერი,  რასაც მთელი ეს თვეებია გრძნობენ უკრაინის მოქალაქეები. მაგრამ განსხვავება უკრაინელ ჯარისკაცებსა და რუს ოკუპანტებს შორის ძალიან დიდია.  თქვენ ვერ გაიგებთ ვერც ერთ შემთხვევას ისეთი ქმედებებისა, რომლებიც სცდება ადამიანობის ნორმებს, რომელიც ხდება მაგალითად კურსკის ოლქში.  

ამავე დროს შეგიძლიათ გაიხსენოთ ბუჩა, ირპინი და უკრაინის კიდევ ბევრი პატარა და დიდი ქალაქი, სადაც დაბრუნდა ის ბოროტება, რომელიც 80 წლის განმავლობაში არ გვინახავს, იმ მომენტის შემდეგ, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ეს აბსოლუტური  ნაციზმი, რაშიზმია, საკონცენტრაციო ბანაკები, ეს არის წამება, გაუპატიურება, ეს არის არაადამიანური სისასტიკე. ეს არ არის ის, რაც წარმოუდგენია ნორმალურ ადამიანს , რომლებისთვისაც რუსეთი ჯერ კიდევ რჩება რუსული ბალეტის, თეატრის, მწერლების ქვეყნად,  ის უკვე დიდი ხანია ტერორისტების, მანიაკების და მოროდიორების ერია. " ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი  "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი