დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს...რუსეთი პროპაგანდაში მილიარდებს დებს | ერმაკი "ოცნების" რუსულ ბანერებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რუსული ბანერები, რომელზეც უკრაინის ომის კადრებია ასახული, ქართველების დამოკიდებულებას არ ასახავს. 

ერმაკი წინასაარჩევნოდ საქართველოზე საუბარს ერიდება და ამბობს, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვის აირჩევს. თუმცა, საუბრობს რუსული პროპაგანდის მავნებლობასა და აგრესორის იმპერიალისტურ სურვილებზე: 

"მე  ინტერნეტში ვნახე ეს ბილბორდები. სიმართალე გითხართ არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან თქვენ არჩევნები გაქვთ წინ. ეს თქვენზეა დამოკიდებული ვის აირჩევთ, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს. პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პატივისცემა, ჩვენ არასოდეს ჩავერევით სხვის შიდა საქმეებში, მაგრამ არც არავის მივცემთ ნებას ჩვენს საქმეებში ჩაერიონ. 

ამიტომ, მინდა ვთქვა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს. და ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მჯერა რომ ქართველი ხალხი ხედავს სიმართლეს და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას  რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში... " ამბობს ერმაკი. 

ივანიშვილის რეჟიმის მუდმივ სპეკულაციებზე, თითქოს უკრაინას შეეძლო ომის თავიდან არიდება, მაგრამ ეს არ გააკეთა, ერმაკი ამბობს:

სამწუხაროდ რუსული პროპაგანდა  ყველგან მუშაობს, მასში რუსეთი მილიარდებს დებს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ახლა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია და არ მინდა შეფასებები გავაკეთო, არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულად იმაზე ვინ ავრცელებს ამ ამბებს, ან  როგორ ხდება ეს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ გადაწყვეტილებები ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. 

რაც შეეხება ზოგადად პროპაგანდას,  ეს ძალიან საშიში ინსტრუმენტია. ყველას მინდა გაგახსენოთ საბჭოთა კავშირი, კგბ, სიღარიბე, აკრძალვები, ჩაკეტილი საზღვრები იმის გამო რომ ადამიანებს არ  ენახათ, როგორ ცხოვრობდნენ სხვები, ტელევიზიით ტვინების გამორეცხვა...

უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთს  ნამდვილად არ უნდა არც დამოუკიდებელი საქართველო, არც დამოუკიდებელი უკრაინა. ერთადერთი რაც მას  უნდა ისაა, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვიყოთ მათზე, რომ მათ გვიკარნახონ, როგორც უმცროს ძმებსა და დებს, პატივისცემის გარეშე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარასდროს მოხდება. " ამბობს ერმაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში. 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი