"მათ არ შეუძლიათ აქ მშვიდად მოკლან და შემდეგ მშვიდად ისხდნენ თბილისის გემრიელ რესტორნებში" | ერმაკი საქართველოში ჩამოსულ რუსებზე

გამოქვეყნდა:

რუსეთი დღესაც კლავს უკრაინელებს. ამიტომ დღეს რუსეთის მხარეს გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეხმარება მათ სანქციებისთვის თავის არიდებაში გაუგებარია, მაშინ როდესაც მთელს ევროპაში აუქმებენ რეისებს, რუსეთისთვის ხურავენ საჰაერო სივრცეს  - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში და საქართველოში მასობრივად ჩამოსულ რუსებზე მიუთითებს, რაც მისივე თქმით, საფრთხისშემცველია: 

"მათ შორის არიან არამხოლოდ ისინი, ვინც პუტინის რეჟიმისგან გარბის, არამედ პუტინის იდეოლოგიის მატარებლები. ეს ხალხი  ჩამოდის დასასვენებლადაც. გაგახსენებთ ვინ არიან ისინი და რა ხდებოდა უკრაინაში ცოტა ხნის წინ:  ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა რუსი სამხედროების ჩანაწერები ბუჩასა და ირპინიდან, როგორ ესაუბრებოდნენ ისინი თავის მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს. რუსი ოკუპანტები, როგორც ჩვეულებრივ ამბებს ისე უყვებოდნენ თავიანთ ახლობლებს როგორ კლავდნენ, ძარცვავდნენ. ოჯახის წევრები აღშფოთების ნაცვლად მათ იმ ნივთების ჩამონათვალს აწვდიდნენ, რაც უნდა წამოეღოთ უკრაინელების სახლებიდან. თუკი ზრდასრული ადამიანები ასე მშვიდად საუბრობენ ქალების, კაცების, ბავშვების მკვლელობებზე, რამდენად ნორმალური შეიძლება იყოს მათი ოჯახები, როგორი ბავშვები გაიზრდებიან მათ სახლებში? ამის შესახებ მართლა უნდა ვილაპარაკოთ. მათ არ შეუძლიათ აქ მშვიდად მოკლან და შემდეგ მშვიდად ისხდნენ თბილისის გემრიელ რესტორნებში, ვითომც არაფერი მომხდარა..." ამბობს ერმაკი. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი