რუსეთმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქის 13 დასახლებას 329-ჯერ შეუტია | დაშავდა 4

გამოქვეყნდა:

რუსეთმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქის 13 დასახლებას 329 ჯერ დაარტყა, შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

რუსეთის ჯარებმა შვიდჯერ მიიტანეს იერიში: ზაპოროჟიეზე, მალია ტოკმაჩკასა და ნოვოდარივკაზე. სხვადასხვა ტიპის 170 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ: ბილენკას, პრიმორსკეს, ლობკოვოს, გულიაიპოლეს, ნოვოანდრიივკას, ნოვოდანილივკას, რობოტინს, მალა ტოკმაჩკას, ლევადნეს და მალინივკას. რუსების 19 საზენიტო რაკეტა მოხვდა: ნოვოკრაინკას, გულიაიპოლეს, ნოვოდანილივკას, რობოტინას და მალა ტოკმაჩკას. 133 საარტილერიო ჭურვი კი ლობკოვოს, გულიაიპოლის, ნოვოანდრიივკას, ნოვოდანილივკას, რობოტინოს, მალა ტოკმაჩკას, მალინივკასა და ლევადნოს ტერიტორიაზე გაისროლეს.

საცხოვრებელი კორპუსების და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის შესახებ 99 შეტყობინება შევიდა. არსებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ხელისუფლება მაშველებთან და პოლიციასთან ერთად თავშესაფრებს ამოწმებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი