რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 68 "შაჰიდიდან" 31 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 68 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 31 ჩამოაგდეს, 36 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, ერთი კი კვლავ ჰაერშია. ასევე, რუსეთმა უკრაინას 2 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური და ორი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, პოლტავას, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი