ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების მისიას 2 წლით გაახანგრძლივებს | ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის სასწავლო მისიის გაგრძელება, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

"ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი შესაძლებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია.  EUMAM-ის მისიის მანდატს მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი იქნება.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ასევე შეეხო ევროპის მშვიდობის ფონდის თანხების დაბლოკვის თემას, რომელიც წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის კომპენსაციისთვის ეგზავნებათ.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ საჭირო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უკრაინას ეწვევა და ეს მისი მანდატის დასრულებამდე ამ თანხების განბლოკვა მოხდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი