ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან მუქარის და გააგრძელებს კიევის ძლიერ მხარდაჭერას - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვისბადენში, გერმანიაში მისი პირველი ვიზიტის დროს.
”მესიჯი [პუტინისთვის] არის ის, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და უკრაინა გაიმარჯვებს”, - თქვა მარკ რუტემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ვისბადენში დაგეგმილია უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრის განთავსება.