რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 "შაჰიდიდან" 12 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 17 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 12 ჩამოაგდეს, 4 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, ერთი კი კვლავ ჰაერშია. ასევე, რუსეთმა უკრაინას შვიდი S-300/400 საზენიტო მართვადი და ორი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავას, ჩერნიჰივის, კიროვოგრადისა და ჩერკასის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი