უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 136 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 51 ჩამოაგდეს, 60 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 20-ზე მეტი კი კვლავ ჰაერშია, 2 რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას S-300/400 საზენიტო მართვადი და Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმში, ჩერკასში, კიროვოგრადში, ტერნოპილში, ხერსონში, ხარკოვში, ჟიტომირში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, მიკოლაევში, კიევში, პოლტავაში და ჩერნივში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.