ავსტრალია, სამხედრო დახმარების ახალი, 245 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას ათობით აბრამსის ტანკს გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ავსტრალია, 245 მლნ დოლარის ღირებულების, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას ათობით აბრამსის ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პეტ კონროიმ, ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მხარს ვუჭერთ მას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ. ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ და ვუგზავნით ჯავშანტექნიკას", - განაცხადა მან. 

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ ბოლო პერიოდში მიიღო 75  ახალი M1A2 ტანკი, რომელიც მის არმიის ფლოტში არსებულ M1A1 -ს ჩაანაცვლებს. როგორც ირკვევა  აღნიშნული ტექნიკა ავსტრალიას არასდროს გამოუყენებია. 
ჯავშანტექნიკას ევროპაამდე გამგზავრებამდე მცირედი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი