"რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ... ერთ დღეს უკრაინა NATO-ს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ. მჯერა, რომ ერთ დღეს უკრაინა NATO-ს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია, არ შეუძლიათ ამ განხილვაზე გავლენის მოხდენა. მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, ამ საკითხმა როგორ წაიწიოს წინ", - განაცხადა რუტემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის "გამარჯვების გეგმა", რომლის პირველი პუნქტი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწვევაა, მოკავშირეების განხილვის საგანი იქნება.