უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ჩავა - უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის განახლებული ფორმატიდან გახდა.
ალიანსის შტაბ-ბინაში აღინიშნა ისიც, რომ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, NATO-ს მთავარ ოფისს ეწვევა. დაგეგმილია მარკ რუტესა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციაც.
ასევე, როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ევროკავშირის სამიტზე, სადაც "გამარჯვების გეგმას" წარადგენს.