უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 56 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 22 ჩამოაგდეს, 27 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 2 რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
თავდაცვის ძალების აქტიური კონტრღონისძიების შედეგად დაიკარგა უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიც. დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 5 დარტყმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ფრონტის ხაზზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, კიევის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, მიკოლაევის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპოლის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.