რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი რუსეთში. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, შამსაილ სარალიევმა გაავრცელა.

ცხედრებს უკრაინის მორგებში ამოსაცნობად გადაასვენებენ, რის შემდეგაც ოჯახებს გადასცემენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაცვლის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთი და უკრაინა 2022 წლიდან რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს. პროცესში შუამავალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი