უკრაინა ნიდერლანდებისგან 42.6 მლნ ევროს ღირებულების სადაზვერვო დრონებს მიიღებს

გამოქვეყნდა:

უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების, კომპანია DeltaQuad-ის მიერ წარმოებულ სადაზვერვო დრონებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ნიდერლანდური კომპანია DeltaQuad უკრაინას დაზვერვის, სათვალთვალო და დაზვერვის თანამედროვე დრონებს მიაწვდის. თავდაცვის სამინისტრო ამ თვითმფრინავებს 42.6 მილიონ ევროდ შეიძენს," - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ დრონები თავდასხმისთვის არ გამოიყენება, თუმცა მათი დახმარებით მნიშვნელოვანი მანძილის დაფარვა და სადაზვერვო მასალების შეგროვებაა შესაძლებელი.

"დრონებს ასევე გააჩნიათ უახლესი ტექნოლოგიები ბაზასთან კონტაქტის დროებითი დაკარგვის შემთხვევაში, აღმოჩენის თავიდან აცილების, დაბრკოლებების დასაძლევად და ავტონომიური მოქმედებისთვის," - განმარტავენ სამინისტროში.

უსაფრთხოების მიზნით, დრონების გადაცემის თარიღები და მათი ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის არ სახელდება.

ნიდერლანდები ადრე უკრაინას დაჰპირდა, რომ მისი უპილოტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 400 მილიონ ევროს გამოყოფდა. "DeltaQuad შესყიდვა ამ გეგმის კომპონენტია" - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი