სუმის ოლქზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა | დაშავდა 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ სუმის ოლქის შოსტკინის თემზე ავიაიერიშის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა. დაშავდა 7 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსებმა სუმის ოლქის თემს, 19 ოქტომბრის ღამეს, საზენიტო რაკეტებითა და "შაჰიდის" ტიპის დრონებით შეუტიეს. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმისას ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, რის შედეგადაც შოსტკინის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამ დროისთვის, ენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია, მიმდინარეობს სამუშაოები.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი