უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 49 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 31 ჩამოაგდეს, 13 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 2 კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას 2 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ვინიცაში, ხმელნიცკიში, ჟიტომირში, ლვოვში, ოდესაში, სუმში, პოლტავაში, ჩერკასში, კიევში, მიკოლაევში და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.