"ეროვნულ კამპანიაში გვჭირდება" - ასე განმარტა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გროგოლ ვაშაძემ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის უკვე ყოფილი კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლება. ამ თემაზე მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
ბატონი დევი ჩევნ დაგვჭირდება ეროვნულ კამპანიაში და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ კამპანიაში ყველა რეგიონში ჩართული იყოს 2008 წლის რუსული სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიების ერთერთი გმირი, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, დევი ჭანკოტაძე პარტიის პროპორციულ სიაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი დევი ჭანკოტაძე იქნებოდა. დღეს, 23 სექტემბერს ენმ-მ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, აღნიშნულ ოლქში კი კენჭს ტელეწამყავნი, ნანუკა ჟორჟოლიანი იყრის.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.