"მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ" | სენატორი რიში

გამოქვეყნდა:

"მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ", - ამის შესახებ "ქართველი ხალხის აქტის" თანაავტორი სენატორი ჯიმ რიში საუბრობს და კანონპროექტის მხარდამჭერი სენატორების რაოდენობის ზრდას ეხმაურება

"ეს კანონპროექტი კონგრესისგან ძლიერ მესიჯს გზავნის, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით ერთიანია, რადგან ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თავიანთ მომავალს ეძებენ... ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს მათ შესაძლებლობას ამის მისაღწევად", - აცხადებს სენატორი ჯიმ რიში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი