უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 81 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 57 ჩამოაგდეს, 15 სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 9 კი უკრაინის საჰაერო სივრცეში შეინიშნება. ასევე, რუსეთმა უკრაინას Kh-31P მართვადი რაკეტითა და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რაიონებში
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.