"აშშ კვლავ შეშფოთებულია [საქართველოში] დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო" | სალივანი

გამოქვეყნდა:

"შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია [საქართველოში] დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო", - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებს. 

Globalnew.ge-ს შეკითხვაზე, "როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე, ამავე კონტექსტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა. როგორია თქვენი მოლოდინი", ჯეიკ სალივანის განცხადებით, საბოლოო არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. 

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. არამგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის", - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა [გლობალნიუსის თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი