„ყაზანის შემდეგ გუტერეშს სურდა უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ პრეზიდენტმა მისი ვიზიტი არ დაადასტურა" - განუცხადა AFP-ს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალჩინოსანმა. წყაროს ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება გუტერეშის რუსეთში ჩასვლის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, გაეროს გენერალური მდივანი 22 ოქტომბერს BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში, ქალაქ ყაზანში, ჩავიდა. მოგვიანებით კი პუტინსაც შეხვდა.
სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა "სამართლიანი მშვიდობის" დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გაეროს გენერალური მდივნის ჩასვლა რუსეთში და BRICS-ის სამიტზე დასწრება ოფიციალურმა კიევმა გააკრიტიკა - ”ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობას და მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას” - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.