"ცნობები საქართველოს არჩევნებში დარღვევების შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს. ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს,"
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმიანება.