ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს, რომ არჩევნები სამართლიან სტანდარტებს ბევრით ჩამოუვარდება | კოლსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

"საქართველოს ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრით ჩამოუვარდება. ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველოს ემუქრება ევროპული გზიდან გადახვევა. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მოვლენებს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე," - წერს კოლსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი