ევროკავშირი ლუკაშენკოს პრეზიდენტად არ აღიარებს 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ ალექსანდრ ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაციის შესახებ განცხადება გააკეთა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ლუკაშენკოს ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად არ ცნობს და აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. 

“ინაუგურაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის ათასობით მოქალაქის აზრს. ამის დასტური მთელი რიგი მშვიდობიანი პროტესტებია, რომლებიც ბელარუსში არჩევნების შემდეგ ჩატარდა.” - წერია განცხადებაში. 

ევროკავშირი ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ხელშემწყობი იყო კორონა ვირუსთან ბრძოლისას, თუმცა, როგორც განცხადაში ვკითხულობთ, მოსალოდნელია, ცვლილება ამ მიმართულებითაც.

გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ოპოზიციაც.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ოპოზიციური ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ევროკავშირის საგარეო მინისტრთა კაბინეტს ორშაბათს შეხვდა და ბელარუსისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა სთხოვა. 

“ფული, რომელსაც ლუკაშენკო იღებს არ დაიხარჯება ბელარუსი ხალხის დასახმარებლად, არამედ მთლიანად მოხმარდება რეპრესიებს” - თქვა მან შეხვედრის შემდეგ. 

ცნობისთვის, გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტმა ინაუგურაცია ისე გამართა, რომ წინასწარ ამის ესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი