"თუ სახდეპი დაადასტურებს, რომ [საქართველოში] არჩევნები გაყალბდა, უნდა გააკეთონ მკაფიო განცხადება" | ჰელსინკის კომისია

გამოქვეყნდა:

"თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ [საქართველოში] არჩევნები მართლაც გაყალბდა და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ უნდა გააკეთონ მკაფიო განცხადება ამის შესახებ", - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გამოთქვა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით.

[...]

როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.

[...]

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები მართლაც იყო გაყალბებული და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ უნდა გააკეთონ მკაფიო განცხადება ამის შესახებ", - წერს ჰელსინკის კომისია.

არჩევნები 2024 | მთავარი 6 საათზე - 27.10.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი