"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები" | ლატვიის საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები".

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების გამო. არჩევნები ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე. ამავდროულად, განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისასალმებელია ქართველი ხალხის დიდი ინტერესი ამ არჩევნების მიმართ - როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესი მათი პროგრესისა და შედეგის მიმართ.

დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს მოსაზრება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს განხორციელებულ სერიოზულ დარღვევებზე, რაც მოიცავს ოპოზიციის დაშინებას, საარჩევნო პროცესში ჩარევას, ფართომასშტაბიანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლებზე ზეწოლას და ამომრჩეველთა დაშინებას, ასევე, გამოვლინდა ამომრჩეველთა საიდუმლოების მასიური დარღვევა და სხვა დარღვევები.

ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესში და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას, გამოხატონ თავიანთი აზრი ყველა დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებზე.

არჩევნების შედეგების შეფასება საქართველოს ხალხმა უნდა მისცეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით, - წერია განცხადებაში.

არჩევნები 2024 | მთავარი 6 საათზე - 27.10.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი