უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 62 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 33 ჩამოაგდეს, 25 ადგილზე დაიკარგა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის რაკეტითა და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავას რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.