დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა...მათ წაართვეს ქართველებს თავისუფლება | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად,  უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში დღეს რუსეთმა გაიმარჯვა:

"დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავდაპირველად მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს საქართველოს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობა ჰყავთ, რომელსაც პრორუსული პოზიციები აქვს. სანქციებს არ უწესებენ პუტინს, უამრავი რუსია საქართველოში და ისინი ირჩევენ მეგობრობას რუსეთთან. მათი არჩევანია, რომ არ შევიდნენ ევროკავშირში, მათ წაართვეს ქართველებს თავისუფლება"თქვა ზელენსკიმ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი