მოსკოვი და ფხენიანი ამზადებენ შეთანხმებას ჩრდ. კორეელი მუშახელის რუსეთის სამხედრო საწარმოებში სამუშაოდ გაგზავნის შესახებ | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

მოსკოვი და ფხენიანი ამზადებენ შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის სამხედრო საწარმოებში სამუშაოდ გაგზავნის შესახებ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის რადიოსადგურ KBS-თან ინტერვიუში. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა ინფორმაციის წყარო და ვადა, როდის შეიძლება გაფორმდეს ასეთი ხელშეკრულება.

ეკონომისტები აცხადებენ, რომ რუსეთის სამრეწველო საწარმოებში მუშახელის მკვეთრი დეფიციტია. 

ზელენსკის თქმით, მოსკოვი სთხოვს ჩრდ. კორეას რუსეთში საინჟინრო ჯარების გაგზავნას. მისივე თქმით, ფხენიანის რეჟიმის მიერ უკვე გაგზავნილი სამხედრო პერსონალი კი განლაგებულია, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

KBS-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა სამხრეთ კორეისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო სისტემებს ითხოვს, იქამდე კი ოფიციალურმა სეულმა განაცხადა, რომ ჩრდ. კორეელი ჯარისკაცების ომში ჩართვის გამო,  დაიწყებდა იარაღის პირდაპირ მიწოდებას უკრაინისთვის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი