უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 71 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 39 ჩამოაგდეს, 21 ადგილზე დაიკარგა, დაახლოებით 5 ისევ ჰაერშია, 5 კი რუსეთში დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და Kh-31P მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიროვოგრადის, კიევის, სუმისა და პოლტავას რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.