"ამ დაძაბულობის ფონზე კი, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ჩაერია თუ არა რუსეთი ამ არჩევნებში? ამის მყარი მტკიცებულება არ მაქვს. მაგრამ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საქართველოს არჩევნებში]? მათ ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს; ქვეყანაში შეიჭრნენ; საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა; გააუქმა ანაკლიის პორტი და გააკეთა ბევრი რამ, რაც რუსეთს სურს.
[საქართველო] ერთ ადგილასაა გაჩერებული, გაჭედილია. ნათელია, რომ მთავრობას არ სურს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესი. ქართველი ხალხის უმეტესობას კი ეს ნამდვილად უნდა. ასე რომ, ეს იწვევს ღრმა წინააღმდეგობას საზოგადოებაში.
შეიძლება ამიტომაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს მედვედევისგან, ის ნერვიულობს, რადგან იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძოდა. ასე რომ ვფიქრობ ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებისკენ მიდის. ვლოცულობ, რომ ეს არ იყოს ფიზიკური დაპირისპირება და ეს ყველაფერი ქუჩაში არ გადავიდეს. თუმცა, ასევე ყველამ ვიცით საქართველოს უახლესი ისტორია. იმედი მაქვს, გამოჩნდება გზა, რომლითაც ორივე მხარე დამშვიდდება და მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელი გახდება."
- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.