რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 96 "შაჰიდიდან" 66 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 96 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 66 ჩამოაგდეს, 27 ადგილზე დაიკარგა, 1 კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, რომელიც ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევში, სუმში, ხმელნიცკში, ჟიტომირში, მიკოლაევში, ოდესაში, ჩერკასში, ჩერნიჰივში, კიროვოგრადში, პოლტავაში, დნეპროპეტროვსკის და ხარაინის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი