გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გამოიტანა, რომელიც სასამართლოში არსებული კლანის წევრად ითვლება. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საია სარჩელით გორში 69 უბნის ხოლო კასპში 26 სარჩვენო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესის დროს  ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მოხდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მათი მოსყიდვა.

გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება ხაშურშიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი