ბათუმის  საქალაქო სასამართლომ არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. საიას იურისტებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემის პროცესში ბიულეტენების უკანა მხარე ჩანდა სპეციალური მარკერით გაფერადებული სუბიექტი, რომლის  ამოცნობაც შესაძლებელი იყო, რითაც ირღვეოდა ფარულობის პრინციპი.

სხდომის დასაწყისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოხდეს  ნებისმიერი ერთი უბნის დათვალიერება  თვალსაჩინოებისთვის, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ  ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიებს ამ თემასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაუწერია. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები აჭარასთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი