რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. იერიში განხორციელდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფზეც.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად სასწრაფო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდა. მათ თავის ქალის ტრამვები აღენიშნებათ. ამ ეტაპზე ორივე მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.