ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის არმიაში გაწევრიანებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება ქვეყნის კიდევ 60 მოქალაქეს მისცა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა, უკრაინის არმიის რიგებში გაწევრიანებისა და უკრაინის ომში ბრძოლის უფლება ჩეხეთის კიდევ 60 მოქალაქეს მისცა. ინფორმაციას ქვეყნის რადიო პრეზიდენტის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცნობილია, რომ ამ დრომდე, ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სულ 181 განაცხადი მიიღო. 

ჩეხეთის კანონმდებლობით, მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყნის არმიისთვის ბრძოლა სურს, პრეზიდენტის ნებართვა უნდა ჰქონდეს.

პაველის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მარია ზახაროვამ პაველი გააკრიტიკა და თქვა: "როგორც ჩანს, ჩეხეთის თვალსაზრისით, ეს 60 [კაცი] არასაჭირო ხალხია".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი