გერმანია, ზამთრისთვის, უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

გერმანია, ზამთრისთვის, უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოების გამო, უკრაინას დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.

"ასევე, მოხმარდება იმას, რომ უკრაინელებმა აუცილებელი ნივთები მიიღონ, საბნები და თბილი ტანსაცმელი, რათა სიცივისგან თავი დაიცვან", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი